GDS live
GDS live – ტელეკომპანია, რომელიც დაარსდა 2012 წელს, პირველად ეთერში კი იმავე წლის ნოემბრის ბოლოს გავიდა. მისი დამფუძნებელია ბერა ივანიშვილი.
სახელი GDS აბრევიატურაა, – Georgian Dream Studios. ტელეკომპანიის გადაცემები უმეტესად გათვლილია ახალგაზრდებზე.
ასევე ბოლო დროს გადის უკვე ისეთი გადაცემები რომელებიც შეხება პოლიტიკას და ახალ ამბებს.
GDS onlain გასართობ-შემეცნებით-მუსიკალური ტელევიზია იყო, მაგრამ 2015 წლის 4 მარტიდან შეიცვალა ფორმატი და საერთო მაუწყებლობაზე გადავიდა რის შემდეგაც არხის საეთერო ბადეს დაემატა რამდენიმე პოლიტიკური გადაცემა.
ახალი სეზონიდან GDS -მა სრულიად შეიცვალა ტაქტიკა და გახდა ქართულ სერიალებზე ორიენტირებული ტელევიზია.
GDS შეისყიდა „იმედის“ მფლობელმა კომპანია ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპმა და გაერთიანდა მედია ჰოლდინგში: იმედი, მაესტრო, Gds serialebi.